კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალების გამოყენების წესები
ick.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება ინტერნეტმედიაში რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ტელე და რადიო მედიის საშუალებებში მასალების გამოყენებისას აუცილებელია წყაროს (კახეთის საინფორმაციო ცენტრის) დასახელება. ნებართვის მიღების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოყენებისას, გთხოვთ, დაიცვათ მითითებული წესები:
- ტექსტი
დაუშვებელია მთლიანი ტექსტის ან მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება და მხოლოდ ბოლოს მითითება, რომ მისი ავტორი სხვა არის. ავტორის შესახებ ცხადად და მკაფიოდ უნდა მიეთითოს.
- ვიდეო/აუდიო
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებული/მოპოვებული კადრების, აუდიოჩანაწერის გამოყენებისას თვალსაჩინოდ უნდა მიუთითოთ წყარო, მიუხედავად იმისა, რა ხანგრძლივობის ჩანაწერს იყენებთ.
ick-ge-ს ვიდეოკადრების თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას მისი ჩამოტვირთვის და თქვენს პლატფორმაზე ატვირთვის ნაცვლად, გამოიყენეთ EMBED კოდი ან/და მიუთითეთ ბმულის სახით. ამით თქვენ პატივს სცემთ სხვის შრომას და ავტორს მომხმარებელთა რაოდენობას არ შეუმცირებთ.
თუ ფორმატის ცვლილების გამო ვიდეომასალას ეჭრება ავტორის ლოგო, მაშინ მიანიშნეთ ტიტრის მეშვეობით, კადრსგარეთა ხმით ან/და სხვა ხერხით.
- ფოტო
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებული ფოტოს გამოყენებისას აუცილებელია მიეთითოს წყარო. აღნიშვნა უნდა იყოს მკაფიო და აუდიტორიისთვის აღსაქმელი ზომის.
- სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქტის განთავსება საჯაროდ გამოქვეყნებად მიიჩნევა. ფოტოს, ვიდეოს თუ ტექსტის შემქმნელები არ კარგავენ საავტორო უფლებებს და მათი გამოყენებისას, კეთილსინდისიერმა მედიამ უნდა მიუთითოს წყაროს შესახებ. სოციალურ ქსელიდან მასალის აღების დროსაც ზემოთ აღნიშნული სტანდარტები ვრცელდება.
სოციალური ქსელიდან სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური მასალის გამოყენებისას გამოიყენეთ EMBED კოდი.
ნებართვის გარეშე მასალების გამოყენების შემთხვევაში ერთი მასალის ღირებულებაა 200 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 0 353 22 22 11 ახალი ამბების სამსახური
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.