ვაკანსიები კახეთის საინფორმაციო ცენტრში

ვაკანსიები კახეთის საინფორმაციო ცენტრში

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე (სრული სამუშაო განაკვეთი):

  1. პროდიუსერი

ძირითადი მოვალეობები: აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; სიუჟეტებისა და გადაცემის სცენარის შედგენა; ჯგუფის მართვა - დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; გადაცემისთვის რესპონდენტების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება; ვიდეომასალების რედაქტირება.

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა;

ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით);

 

  1. რეპორტიორი

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა; აქტუალური თემების მოძიება; ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტური მასალების მომზადება.

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).

ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით);

 

  1. ოპერატორი/მემონტაჟე

ძირითადი მოვალეობები: სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებსა და სტუდიაში.

მოთხოვნები: შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; ოპერატორ-მემონტაჟედ მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით);

 

  1. სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 1000-დან 1250 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით).

 

  1. მძღოლი/ტექნიკური ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და მოვლა; თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირება, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში; გუნდური მუშაობის უნარი; საწვავის ხარჯის აღრიცხვა; პროექტის კოორდინატორისთვის და გადამღები ჯგუფისთვის ტექნიკური დახმარება.

მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; სასურველი ასაკი 22-დან 35 წლამდე; მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების სრულყოფილი ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება - 800-დან 1000 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით).

 

ხელფასი განისაზღვრება შესაძლებლობებისა და გამოცდილების მიხედვით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქალაქი გურჯაანი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N1.

  • კახეთის საინფორმაციო ცენტრი, განიხილავს, საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი ავტომობილით ან/და გურჯაანში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოს თანამშრომლები სხვა მუნიციპალიტეტებიდან ან სხვა რეგიონიდან.
  • კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით;
  • კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს რეგულარულად ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შერჩეულ პირებს, გასაუბრების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი თავად დაუკავშირდება.

კითხვების შემთხვევაში, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, დილის 10-დან 18 საათამდე პერიოდში მოგვმართეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 0 353 22 22 11 ან 599 13 42 13

კახეთის საინფორმაციო ცენტრი საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) ნაწილია. ICN დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (www.Reginfo.ge), ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებს“ (www.mtisambebi.ge), კახეთის საინფორმაციო ცენტრს (www.ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (www.Radioway.ge).

ამავე რუბრიკაში

პანკისის რადიო