სოფელ მატანში სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ მატანში სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ფიდო ფეიქრიშვილის კუთვნილ, 1914 წელს აშენებულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სახლი ერთსართულიანია, აშენებულია რაჭველი ძმების მაისურაძეების მიერ. ზურგის კედელი და სარდაფი ნაგებია რიყის ქვით და აგურით დუღაბზე, დანარჩენი ნაწილი კი ხისაა. აშენებულია ოდასახლის მსგავსად. აივანი აგურის სვეტებს ეყდრნობა. სახლი შედგება სარდაფის, რომელშიც კიბეებითაა ჩასასვლელი, ორი ოთახის, აივნის და სათავსოსგან. ორივე ოთახში ზურგის კედელის შუაში ბუხარია გაკეთებული, მათ აქეთ-იქით კი თაღჩები. სახლს სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ღია აივანი აქვს, რომელზეც აღმოსავლეთიდან მიდგმული ხის კიბით ადიოდნენ. აივანი მოჩუქურთმებულია. სახლი კრამიტით არის დახურულია.

ფეიქრიშვილის სახლის გარდა, სოფელ მატანში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ოთხ ეკლესიას მიენიჭა. მათ შორის არის: დიდბატონის კომპლექსი (გვიანი შუა სუკუნეები); სამების ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები); ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნე); ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნის პირველი ნახევარი).

ამავე რუბრიკაში

პანკისის რადიო